სიახლეები
ავთანდილ უგრეხელიძე მერის წარმომადგენლებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
ავთანდილ უგრეხელიძემ ისაუბრა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ;კორონა ვირუსით შექმნილ მდგომარეობაზე და მოსალოდნელი რისკების პრევენციის შესახებ. განიხილა თემებში,სოფლებში არსებული პრობლემები და წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა მათი გადაჭრის გზებზე.
ისაუბრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" არჩეულ განსახორციელებელ პროექტებზე.
აღნიშნული შეკრების ჩატარებისას მერიის შენობაში გატარებული იქნა ვირუსის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები.


