სიახლეები

გუბერნატორი და მერი ცაგერში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები,რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 588 530ლარი.პროექტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
ქვედა ცაგერში, ახალი დასახლების უბანში, მიმდინარეობს გზის ასფალტირების სამუშაოები.სახელშეკრულებო ღირებულებაა 788 615 ლარი.პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს,აგრეთვე,კეჭნარის სკვერი,სადაც სამუშაოები დასრულების პროცესშია.პარკს უკვე სტუმრობენ ლეჩხუმელი ბავშვები,სადაც მათი გართობისა და დასვენებისათვის მშვენიერი გარემოა.

სიახლეები