სიახლეები

მუნიციპალიტეტის მერი სოფლის ამბულატორიების ექიმებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის ამბულატორიების ექიმებს შეხვდა.
მერმა მედიკოსებთან ისაუბრა ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის შესახებ.მედიკოსების აქტიურობა და ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია ლეჩხუმის მაცხოვრებელთათვის.
მერმა მოისმინა ექიმების პრობლემები,რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია არსებულ სიტუაციაში მზადყოფნისათვის და თანადგომას შეჰპირდა მათ.
მიუხედავად იმისა,რომ ამ ეტაპზე,ცაგერის მუნიციპალიტეტში საშიშროება არ არის,საჭიროებისათვის მზადაა საკარანტინო სივრცეები;საკმარისია სადეზინფექციო საშუალებების მარაგი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ ხეცურიანი.

სიახლეები