სიახლეები

მოხალისეთა ჯგუფს კორონა ვირუსის ღონისძიებების პრევენციის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა 20 კაციან ჯგუფს, კორონა ვირუსის ღონისძიებების პრევენციის ფარგლებში, ტრენინგი ჩაუტარდათ.

მოხალისეები იმ ადამიანებს დაეხმარებიან, ვისთვისაც ეს საჭირო გახდება. ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნაილი ფუტკარაძემ მოხალისეებს დღეს ის სპეციფიკა გააცნო, რომლითაც მათ შეეძლებათ ადამიანების დახმარება ეპიდემიის ფაქტების შემთხვევაში.

ტრენინგს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.

სიახლეები