სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა გრძელდება

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს აღმაშენებლისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია. სახელშეკრულებო ღირებულება 19497 ლარი.
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირების სამუშაოები,მათ შორის:  აღმაშენებლის ჩიხი, რუსთაველის ქ.N 63 მრავალბინიანი სახლის ეზო, ჩიხი რუსთაველის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 300 ათასი ლარი.
ქვედა ცაგერში ახალი დასახლების უბანში მიმდინარეობს კანალიზაციის ქსელის მოწყობა. სახელშეკრულებო ღირებულება 183349 ლარი.
სოფელ ლაჯანაში დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა სახელშეკრულებო ღირებულება 370323 ლარი.

სიახლეები