სიახლეები

ინფრასტრუქტურული ობიექტების მიღება-ჩაბარების მიზნით მოაწყო გამსვლელი სხდომა ღია სივრცეში.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე,იმის გათვალისწინებით,რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიამ/თავმჯდომარე-მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე/,მოაწყო გამსვლელი სხდომა ღია სივრცეში.
სხდომას მხოლოდ ადგილობრივი კომისიის წევრები-საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
კომისიამ ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება-ქალაქ ცაგერში ,,კეჭნარის სკვერის" ექსპლუატაციაში მიღების შესახებ/მშენებელი ორგანიზაცია ,,ინშაათ საქართველო"/.მოხდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 754 920 ლარი.

სიახლეები