სიახლეები

ძვირფასო ლეჩხუმელებო

მსოფლიო და ჩვენი სამშობლო დიდი გამოწვევის წინაშეა დღეს,რისი მიზეზიც COVID-19-ახალი კორონავირუსია.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები,მედიკოსები,მეცნიერები სამაგალითოდ უმკლავდებიან არსებულ სიტუაციას,მაქსიმალურად ცდილობენ ააშორონ მოსახლეობას ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები და საშიშროება.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.!!
კარგად უნდა გავაცნობიეროთ,რამდენად განსაკუთრებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.
ყველა ადამიანმა,რომელსაც აქვს საფუძველი იმყოფებოდეს თვითიზოლაციაში,არ უნდა დაარღვიოს წესები და არ უნდა შეუქმნას სიცოცხლის საშიშროება რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ყველა წესის დაცვით,მიმდინარეობს ვირუსის პრევენციისთვის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ლოკაციებზე,შენობებში,საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ამ ეტაპისთვის გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,დაუღალავად მუშაობს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი,მედპერსონალი,სასწრაფო,პოლიცია...
სრულ მზადყოფნაში აგრძელებენ მუშაობას ყველა იმ დაწესებულებათა თანამშრომლები,რომელთა დახმარებაც შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს.
ბევრი დროებით წასული ლეჩხუმელი დაუბრუნდა ჩვენს კუთხეს ამ დღეებში,გვსურს,კომფორტულად იგრძნონ მათ თავი მშობლიურ მიწა-წყალზე.
არ არსებობს არანაირი შეფერხება პროდუქტის და მედიკამენტების მარაგის შევსების მხრივ,მუშაობას აგრძელებენ აფთიაქები,სურსათის მაღაზიები.არსებული ფასებიც ჩვენგან კონტროლირებადია და გვაქვს სავაჭრო დაწესებულებების დიდი ნდობა და იმედი,რომ ფასების არაკანონზომიერ ზრდას არ მოახდენენ თანაქალაქელებისთვის,თანასოფლელებისათვის.
თქვენს განკარგულებაში გვიგულეთ ჩვენც.სამხარეო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს რეგიონში არსებულ სიტუაციას.
მიუხედავად იმისა,რომ ამ ეტაპზე,ჩვენს რეგიონში არცერთი დაინფიცირებული არ გამოვლენილა,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისა და სიმშვიდისაკენ.
ჩვენ ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას!
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ავთანდილ უგრეხელიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი--596 31 41 41.
გიორგი მახათაძე,მერის პირველი მოადგილე 577272535
მიხეილ მეშველიანი,მერის მოადგილე--599 49 11 79

სიახლეები