სიახლეები

სამხარეო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ცაგერში სავაჭრო ობიექტები დაათვალიერეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერში სავაჭრო ობიექტები დაათვალიერეს,ადგილზე გაეცვნენ პროდუქტის ფასებს და მარაგის მხრივ არსებულ მდგომარეობას.
ამ ეტაპზე ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება,არის მცირედი ცვლილება რიგ პროდუქტზე დისტრიბუციის ფასების შესაბამისად.
საკმაო რაოდენობისიაა მარაგი სურსათის მაღაზიების დახლებზე და საწყობებში.არ არსებობს არც მარაგის შევსების პრობლემა საჭიროების შემთხვევაში.
სავაჭრო ობიექტებში დაცულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის წესები.

სიახლეები