სიახლეები

ცოტა ხნის წინ ჩვენი იტალიელი ემიგრანტებისგან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ

ცოტა ხნის წინ ჩვენი იტალიელი ემიგრანტებისგან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ.
იტალიაში მყოფმა ლეჩხუმელმა ქალბატონებმა,საკუთარი ინიციატივით,თავიანთი დიდი შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან,შეაგროვეს თანხა მშობლიური ლეჩხუმის თანადგომისათვის.
თანხა გამოყენებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების ოჯახებისათვის პროდუქტის,მედიკამენტების და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად.
ქალბატონებმა საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვეს.
იტალია თავად უზომო საფრთხის წინაშე დგას კორონავირუსის გამო,ჩვენი ემიგრანტები კი ამ დაძაბულ სიტუაციაშიც არ ივიწყებენ სამშობლოს.
დიდ მადლობას ვუხდით მათ.უფალი ფარავდეთ!

სიახლეები