სიახლეები

სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო

რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.
შემოვლისას ხდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება COVID-19-ის პრევენციის შესახებ.
სოფელ ქვედა ცაგერის მოსახლეობას უბნის ექიმ ციცო მანდარიასთან ერთად ხვდებოდა მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.

სიახლეები