სიახლეები

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნეს

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში, მერებთან ერთად სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნეს.
ხელმძღვანელებმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაციები, თუ რა პირობებში და როგორ შეუძლიათ განაგრძონ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, პირადად შეხვდება ყველა წარმომადგენელს, ვინც რეგიონში საქმიანობს, სამუშაოებს კი, გააგრძელებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სრულად დაიცავენ ყველა წესსა და რეკომენდაციას და საფრთხეს არ შეუქმნიან თავიანთი თანამშრომლების და სხვების ჯანმრთელობას.

სიახლეები