სიახლეები

სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმასა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა გრძელდება.
შემოვლისას ხდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება COVID-19-ის პრევენციის შესახებ.
ქალაქ ცაგერში შემოვლა განახორციელა ექიმმა თერაპევტმა ხათუნა გოლეთიანმა.მასთან ერთად იმყოფებოდა მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი და ქალაქ ცაგერის საკრებულოს დეპუტატი ზაზა ყურაშვილი.

სიახლეები