სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს.
სასურსათო პროდუქტს გადაცემის ამ ეტაპში, სხვადასხვა ლოკაციებზე, ჩაერთვნენ მხარის დეპუტატი გოჩა ენუქიძე,სამხარეო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე.
პროდუქტთან ერთად რამდენიმე განსაკუთრებული საჭიროების ოჯახში პატარები ტკბილეულით გაახარა გოჩა ენუქიძემ.
მუნიციპალიტეტში არამალფუჭებადი პროდუქტი ბაღების 269 აღსაზრდელს ურიგდება/ თითუეულ ბავშვზე პაკეტი,რაც უნდა მიეღოთ საბავშვო ბაღებში ერთი თვის განმავლობაში/.
პროდუქტის გადაცემის აქციაში სხვადასხვა სოფლებში ჩართული არიან მერის მოადგილეები,დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები,ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის,სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები.

სიახლეები