სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, უბნის ექიმებისა და ექთნების მიერ მოსახლეობაში კარდაკარ შემოვლა გრძელდება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, უბნის ექიმებისა და ექთნების მიერ მოსახლეობაში კარდაკარ შემოვლა გრძელდება. ღონისძიება ტემპერატურულ სკრინინგს, მათი საჭიროებების გამოვლენასა და ახალი კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ არსებული ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში უბნის ექიმის ნანა კაბოსნიძის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესს რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე , ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე შეუერთდნენ და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.
გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და სოფლის მოსახლეობას.
მოსახლეობა საფუძვლიანად არის ინფორმირებული არსებულ სიტუაციაზე და იცავს სახელმწიფოს მიერ დროულად დაწესებულ რეგულაციებს.
გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და სოფლის მოსახლეობას.
მოსახლეობა საფუძვლიანად არის ინფორმირებული არსებულ სიტუაციაზე და იცავს სახელმწიფოს მიერ დროულად დაწესებულ რეგულაციებს.