სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოები გატანის რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას

ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოები,რომლებიც 118 ბენეფიციარს ემსახურება,კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო, გატანის რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და ბენეფიციარების პროდუქტით უზრუნველყოფას.
 აქციაში,რომელიც 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარებისათვის საკვების ოჯახებში გადაცემას ითვალისწინებს,მოხალისეებთან ერთად ჩაერთვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე.მათ ხარების დღესასწაული მიულოცეს ლეჩხუმელებს.
,,ჩვენ გვყავს ადამიანები,რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.მოხუცებს,რომელთა გადაადგილებაც დიდ რისკს წარმოადგენს,თავად მოვემსახურებით და ადგილზე მივუტანთ პროდუქტს,რომლითაც მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს"-აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები