სიახლეები

ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება

8 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კვლევის შედეგად დაუდგინდა COVID-19.
აღნიშნულ პიროვნებას, 3 აპრილს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება.
მიმდინარეობს პირველადი კონტაქტების ძიება.
 სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, შეიკრიბა შტაბი, განიხილეს შემდგომი პრევენციული ღონისძიებების სამუშაო გეგმა.
მიღებულია  გადაწყვეტილება ლენტეხსა და ცაგერში მოეწყოს გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი,სადაც მოხდება თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.
აგრეთვე, დაწყებულია მოსახლეობის მასიური გასინჯვა, ოჯახის ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფლის რწმუნებულების ჩართულობით (თერმოსკრინინგი)
საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა პაციენტის ოჯახის წევრებს და უახლოეს გარემოცვას.
დამატებითი გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში.

სიახლეები