სიახლეები
უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს მოხალისეებმა გამომცხვარი პურის გარკვეული მარაგი ოჯახებში გადასცეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს,რომელთა გადაადგილებაც სარისკოა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მოხალისეებმა გამომცხვარი პურის გარკვეული მარაგი ოჯახებში გადასცეს.
მოხალისეთა შორის გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები:მარიკა კოპალიანი,იმედა მეშველიანი,დავით მუშკუდიანი,დავით ჩიქოვანი და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძის ცაგერის ბიუროს ხელმძღვანელი ოთარ თვარაძე.
მუნიციპალიტეტის სასადილოები სულ 118 ბენეფიციარს ემსახურება.
გასულ კვირაში ბენეფიციარებს კუთვნილი პროდუქტი მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა.
აქცია პერმანენტული ხასიათისაა და უახლოეს მომავალში კვლავაც გაგრძელდება.


