სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების უფროსები ესწრებოდნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე რწმუნებულმა მიმდინარე საქმიანობის ანგარიში მოისმინა,
ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები,
საგახაფზულო სამუშაოების მიმდინარეობა, ხელისშემშლელი ფაქტორები,
თუ როგორ მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, როგორ მარაგდება მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით მუნიციპალიტეტის სოფლები.
მანვე, მუნიციპალიტეტის მერისგან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
არჩილ ჯაფარიძის დავალებით, სოფლის რწმუნებულები,დეპუტატებთან ერთად, უზრუნველყოფენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას, სურსათისა და მედიკამენტების მომარაგების კუთხით და აგრეთვე, უახლოეს დღეებში წარმოადგენენ დეტალურ ინფორმაციას, პიროვნებების საჭირობების შესახებ, რათა არავინ დარჩეს ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე.
 " სახელმწიფოსა და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას ყოველდღიურად გრძნობენ ადამიანები, მათ შორის ჩვენს რეგიონში, თავის მხრივ, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პრევენციულ ღონისძიებებში და იცავენ ყველა მითითებას და რეკომენდაციას, ვირუსის თავიდან ასაცილებლად.
უწყვეტ რეჟიმში ვხვდები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ადგილზე ვეცნობი ვითარებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეული მაცხოვრებელი ჩვენს რეგიონში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს."-არჩილ ჯაფარიძე

სიახლეები