სიახლეები

ცაგერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს - პროცესს არჩილ ჯაფარიძე გაეცნო

ცაგერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს - პროცესს არჩილ ჯაფარიძე გაეცნო.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმები ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
ქვედა ცაგერში პროცესს მხარის რწმუნებული პირადად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.
თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ლენტეხში, სადაც 4200 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც ცხოვრობს პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი, სწორედ ამიტომ გადაწყდა ლენტეხში მასიური სკრინინგი.

სიახლეები