სიახლეები

ცაგერის მერმა 118 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა

 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მერიის ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, სააღდგომო ნობათი გადასცა მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოების ბენეფიციარებს
ჰუმანიტარულ აქციაში ჩართული გახლდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი,საკრებულოს დეპუტატები,მოხალისები.
ნობათი ადგილზე გადასცეს ლაჯანის და ცაგერის ზონის ბენეფიციარებს.
სააღდგომო საჩუქარი 118-მა ბენეფიციარმა მიიღო.

სიახლეები