სიახლეები

საქართველოში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო სხვადასხვა კერძო კომპანიებმა დაიწყეს საკუთარი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება.

საქართველოში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო სხვადასხვა კერძო კომპანიებმა დაიწყეს საკუთარი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება.
ლეჩხუმის,კონკრეტულად კი ტვიშის თემის/ტვიში,ორხვი,ქორენიში,ლახეფა/ მოსახლეობის დასახმარებლად, კომპანია ,,Clean Energy Group"-ის მიერ გადმორიცხული თანხით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა სასურსათო პაკეტები.
მუნიციპიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სასურსათო პაკეტები ოჯახებში პირადად გადასცა აღნიშნული თემის ასამდე ოჯახს,რომელსაც ჰყავს 65 წელს გადაცილებული ერთი წევრი მაინც.
მსგავსი ტიპის აქციები სხვადასხვა თემში ეტაპობრივად გაგრძელდება.
მადლობას ვუხდით ყველა იმ მეწარმეს,კომპანიას თუ პიროვნებას,რომელთაც თავიანთი ღვაწლი შეაქვთ ლეჩხუმის და ლეჩხუმელების დასახმარებლად.

სიახლეები