სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თერთმეტ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს სასურსათო პაკეტები გადაეცა

 ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თერთმეტ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს სასურსათო პაკეტები გადაეცათ.
ოჯახებში ნობათი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა და საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, გულნაზ გოლეთიანმა მიიტანეს.
აღნიშნული პაკეტების შესაძენად თანხა ლეჩხუმელმა ქველმოქმედმა მაგდა ყურაშვილმა და ამერიკაში მცხოვრებმა სოფო ქელბაქიანმა გაიღეს.
ეს ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ლეჩხუმის მიმართ
მსგავსი სახის ჰუმანიტარული აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.

სიახლეები