სიახლეები

70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებზე მოხალისეების მიერ გამომცხვარი პურის მარაგის ოჯახებში გადაცემის აქცია გრძელდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოების 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებზე,რომელთა გადაადგილებაც სარისკოა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მოხალისეების მიერ გამომცხვარი პურის მარაგის ოჯახებში გადაცემის აქცია გრძელდება.
მოხალისეთა შორის გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები:მარიკა კოპალიანი,იმედა მეშველიანი,დავით ჩიქოვანი და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძის ცაგერის ბიუროს ხელმძღვანელი ოთარ თვარაძე.
მუნიციპალიტეტის სასადილოები სულ 118 ბენეფიციარს ემსახურება.
პერიოდულად,პურთან ერთად, ბენეფიციარებს მიეწოდებათ მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები.
მოხალისეებთან ერთად აქციაში ჩართულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე
აქცია პერმანენტული ხასიათისაა და უახლოეს მომავალში კვლავაც გაგრძელდება.

სიახლეები