სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედპერსონალსა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლებს PCR კვლევები გუშინ ჩაუტარდათ

ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედპერსონალსა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლებს/სულ 25 ადამიანს/ კორონავირუსზე PCR კვლევები გუშინ ჩაუტარდათ.
მათი კვლევის საჭიროება სამსახურეობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.
მედიცინის სამსახურის ამ რგოლს ხშირი შეხება აქვს სხვადასხვა დაავადების მქონე ავადმყოფებთან, ყოველდღიურ რეჟიმში დადიან გამოძახებებზე და განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს.
ტესტის პასუხი ყველა მათგანზე დღეს უარყოფითი მოვიდა.
ჯანმრთელობას ვუსურვებთ ჩვენს მედიკოსებს!

სიახლეები