სიახლეები

ცაგერის მერი მოსახლეობას მიმართავს

ჩემო საყვარელო ადამიანებო,
ყოველთვის მაქვს სურვილი,თქვენს მიმართ მადლიერება გამოვხატო იმ გამძლეობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისათვის,რასაც კორონავირუსით საქართველოში,მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობისას იჩენთ.
სწორედ ამიტომ,ჩვენს ულამაზეს ლეჩხუმში კვლავ სიმშვიდე და დაცული გარემოა.
ქვეყნის ხელმძღვანელების,მედიკოსების ძალისხმევით პროცესი კვლავ მართვადია საქართველოში,პროცესი კვლავ მდორედ მიდის და ამიტომ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის საშიშროება ნაკლებად გვაქვს.
სამხარეო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის,ჩვენი ეპიდემიოლოგების,მედიკოსების,პოლიციელების დიდი ძალისხმევით კვლავ სიმშვიდეა რეგიონში,რა თქნა უნდა, სწორედ თქვენით,ადამიანების მხარდაჭერით და თანადგომით.
არ შეიძლება მადლიერება არ გამოვხატო ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს მისამართით,რომლის თანადგომით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა მართლაც ბრწყინვალედ და თან რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა ჩვენს კუთხეში.
არის გარკვეული შეზღუდვები გადაადგილების მხრივ,მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში აქაც არსებობს გამოსავალი მათთვის,ვინც მოგვმართავს--ვაძლევთ გადაადგილების უფლებას ყველა მიმართულებით.
ჩვენი ხელისუფლება ცდილობს არ დაზარალდეს მოსახლეობა,ცნობილია პროგრამები,რომელთა განხორციელებაც იგეგმება თქვენთვის და ეს პროგრამები დღითიდღე მოქნილი და თითოეულ თქვენთაგანზე მორგებული გახდება.
ჩვენი მუნიციპალიტეტი,ლეჩხუმელ მეცენატებთან,ერთად მუშაობს იმისთვის,რათა არ დაგვეჩაგროს ადამიანები,რომელთაც მეტად სჭირდებათ დახმარება და მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა,თქვენს გვერდით ვარ მთელი გულით,მაინც არსებობენ ალბათ ადამიანები რომელთა ხმა ვერ მოგვწვდა,რომელთაც ვერ აღმოვუჩინეთ დროული დახმარება,ზოგიც მოლოდინშია და დაღალა ამ მოლოდინმა.გთხოვთ,მოგვიტევოთ ასეთებმა.
შინ დარჩენა ძნელდება მაშინ,როცა ხანგრძლივი ხდება,მაგრამ გვერწმუნეთ,ესაა ყველაზე უკეთესი გამოსავალი დღეს-თქვენი ჯანმრთელობისათვის,თქვენი სიცოცხლისათვის.
ამ განსაცდელსაც გადავლახავთ და ბევრად უკეთეს,ლამაზ, ბედნიერ,ხალისიან დღეებს გისურვებთ,ძვირფასო ადამიანებო!
პატივისცემით,
ავთანდილ უგრეხელიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები