სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტები დარიგდა

 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის,სოფლის წარმომადგენლებთან ერთად, ქვედა ცაგერის თემში/ქვედა ცაგერი,ჭალისთავი,გვესო/ განსაკუთრებული საჭიროების 21 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცეს.
პროდუქტი შეძენილია ლეჩხუმელი ემიგრანტი ქალბატონების შემოწირულობით.
,,ჩვენი ემიგრანტი ქალბატონების დახმარებით რამდენიმე ოჯახი გავახარეთ დღეს,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.მსგავსი აქციები ლეჩხუმელი მეცენატების თანადგომით ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა თემს მოიცავს"--აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები