სიახლეები

რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მოსახლეობასთან გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, მხარის გუბერნატორთან - არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდნენ.
 შეხვედრაზე შეაჯამეს მიმდინარე პროექტები და მოისმინეს ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, როგორიცაა გაზმომარაგება, წყლის სისტემებისა და შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესსა და მნიშვნელობაზე, რომლის საშუალებითაც 2020 წლისთვის ზემო და ქვემო სვანეთი ერთმანეთს უშუალოდ დაუკავშირდება. ასევე ცაგერის და მიმდებარე სოფლების წყლით მომარაგების პროექტზე, რომლის განხორციელება 2019 წელს დაიწყება.
ყურადღება გამახვილდა 2019-20 წლებში რეგიონში განსახორციელებელ სხვა პროექტებთან დაკავშირებით. გაიმართა მსჯელობა მთავრობის მიერ დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემის და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით.
 შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მოსახლეობის კითხვებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.

სიახლეები