სიახლეები

განსაკუთრებული საჭიროების მქონე თერთმეტ ოჯახს ცაგერის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტები გადასცეს და გიორგობის დღესასწაული მიულოცეს

განსაკუთრებული საჭიროების მქონე თერთმეტ ოჯახს ცაგერის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტები გადასცეს და გიორგობის დღესასწაული მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მარიკა კოპალიანმა,საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა ლეჩხუმში გულნაზ გოლეთიანმა.
,,ჩემმა ლეჩხუმელმა ემიგრანტმა მეგობარმა,ქალბატონმა ნათელამ, განსაკუთრებული საჭიროების ოჯახების დასახმარებლად გაიღო შემოწირულობა,მუნიციპალიტეტის მერი,ავთანდილ უგრეხელიძე,როგორც ყოველთვის,ახლაც გვერდით დაგვიდგა,უზრუნველყო ტრანსპორტირება და ბატონ მიხეილთან და ქალბატონ მარიკასთან ერთად რამდენიმე ოჯახში ხელდამშვენებული მივედი.ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დღევანდელ დღეს.დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს,გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი!"--აღნიშნა გულნაზ გოლეთიანმა.
მსგავსი ჰუმანიტარული აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.

სიახლეები