სიახლეები

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონსა და ცაგერში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორი და მხარის რწმუნებული იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ამხანაგობების შექმნის რეკომენდაცია მისცა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ჯამში, 29 დევნილ ოჯახს გადაეცა.

სიახლეები