სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული აქცია გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.
ამჯერად, შემოწირულობა გაიღო და 73 განსაკუთრებული საჭიროების ოჯახი გაახარა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ფონდი მომავლისთვის" ლეჩხუმელმა წარმომადგენელმა ქალბატონმა ირმა ბენდელიანმა.
სასურსათო პაკეტების და პირველადი მოხმარების ნივთების ოჯახებში გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი და ორგანიზაციის მოხალისე ნატო მურცხვალაძე.
ნობათი მიიღეს მრავალშვილიანმა,სოციალურად დაუცველმა,შეჭივრებულმა ოჯახებმა,შშმ პირებმა,მარტოხელებმა.
დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ირმას თანადგომისათვის .
მსგავსი აქციები,რომლებიც მუნიციპალიტეტთან ერთად,ლეჩხუმელი ქველმოქმედების მნიშვნელოვანი რესურსით მიმდინარეობს,კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა თემს მოიცავს.

სიახლეები