სიახლეები

ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

კიდევ ერთი საჩუქარი ლეჩხუმს - ცაგერში გაიხსნა სალოტბარო სკოლა.
საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია. სალოტბარო ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუსიკოსი ნანა გოგოლაძე. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა ჯგუფების მიერ შესრულებული ფოლკლორულ სიმღერები.