სიახლეები

სოფელ ლასურიაშში მდინარე ცხენისწყალზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები

სოფელ ლასურიაშში მდინარე ცხენისწყალზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი ადგილზე გაეცვნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
დაზიანებული ნაპირსამაგრი წლების მანძილზე უქმნიდა საშიშროებას ლასურიაშის გზას და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს,რაც პრობლემური იყო განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტს ახორციელდებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი,სახელშეკრულებო ღირებულებაა 4 657 766 ლარი.
სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს ,,პირამიდა-ფ.რ.-ს" ფილიალი.
პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები