სიახლეები

,,ბოლო ზარი",მეთორმეტე კლასელთათვის სკოლაში სწავლის დასრულების ბოლო დღე,ლამაზი, სიმბოლური დატვირთვით, დღე ---დაუვიწყარი.

,ბოლო ზარი",მეთორმეტე კლასელთათვის სკოლაში სწავლის დასრულების ბოლო დღე,ლამაზი, სიმბოლური დატვირთვით,დღე ---დაუვიწყარი.
წელს უჩვეულოდ მოვიდა ეს დღესასწაული,სკოლის კედლებში ჟრიამული და სასიამოვნო ფორიაქი ვერ უძღვის წინ დიდებულ ზეიმს,თუმცა, ვერაფერი შეცვლის თქვენს ურთიერთ დამოკიდებულებას,სიყვარულს,თქვენს მიზანდასახულობს,თქვენს საინტერესო მომავალს,ჩვენო საიმედო ახალგაზრდებო.
მე მთელი გულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დღევანდელ დღეს!თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება,და როგორც სჩვევია ლეჩხუმელ თაობებს,გვჯერა,კვლავ გვასახელებთ თქვენი განათლებით,აღზრდით,წარმომავლობით!
ვულოცავ ჩვენს საუკეთესო პედაგოგებს,მშობლებს,ყველას,ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!
უფალი გფარავდეთ ცხოვრების გრძელ და ლამაზ გზაზე,ძვირფასო ლეჩხუმელო ახალგაზრდებო!
                      პატივისცემით,
                    ავთანდილ უგრეხელიძე,
           ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები