სიახლეები

სოფელ ლასურიაშში დაიწყო წყალსადენის ქსელის და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები.

სოფელ ლასურიაშში დაიწყო წყალსადენის ქსელის და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ ადგილზე დაათვალიერეს პროექტის მიმდინარეობის პროცესი.
ახალი ჭაბურღილის,წყალსადენის და სამარაგო რეზერვუარის მოწყობით გაუმჯობესდება სოფელ ლასურიაშის მოსახლეობის წყალმომარაგება.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი და ცაგერის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
სახელშეკრულებო ღირებულებაა 146 256 ლარი.პროექტის შემსრულებელია შ .პ.ს ,,კაპიტალ გრუპი".
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები