სიახლეები

სოფელ ლაილაშში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ლაილაშში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.ძველი სკოლა,რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 886 178 ლარი.ახალი,თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტს ახორციელებს ამხანაგობა ,,იერი".სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

სიახლეები