სიახლეები

ორბელის თემის სოფელ გაგულეჩში,უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას

ორბელის თემის სოფელ გაგულეჩში,უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას.
ხეობაში დროულად იქნა მობილიზებული ტექნიკა და ჯგუფი, დროულად მოხერხდა მდინარის მიმართულების შეცვლა და კალაპოტისკენ დაბრუნება.სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ამ ეტაპისთვის სტიქია ლიკვიდირებულია.რამდენიმე დღეში,
კი დაიწყება 700 კუბური მეტრი მოცულობის დამცავი გაბიონის მოწყობა,რის შემდეგაც მოსახლეობა დაცული იქნება მსგავსი სტიქიური საშიშროებიდან.

სიახლეები