სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ცაგერსა და თითოეულ სოფელში, სახელმწიფო პროგრამით, ვაქცინაცია ერთდროულად მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ცაგერსა და თითოეულ სოფელში, სახელმწიფო პროგრამით, ვაქცინაცია ერთდროულად მიმდინარეობს ცოფზე-შინაურ ბინადარ ცხოველებზე (ძაღლი, კატა) და ბრუცელოზზე-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მდედრი).
სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი ლამზირა ონიანი კარდაკარის პრინციპით, თემში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან შეთანხმებით, სამი თვის ასაკიდან იწყებს ვაქცინაციას შინაურ ბინადრებზე,რაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ კეთდება.
პროგრამა ორი კვირაა, რაც მიმდინარეობს და ერთი თვის ვადაში დასრულდება.
აცრა უფასოა, ცხოველის ცოფზე აუცრელობის შემთხვევაში კერძო პირს ეკისრება ჯარიმა ასი ლარის ოდენობით, იურიდიულ პირს კი გაცილებით მეტი.

სიახლეები