სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა,რაც გულისხმობს შიდა გადაადგილებას ლეჩხუმში,საგანგებო მდგომარეობამდე არსებული ყველა მარშრუტით.
ტრანსპორტს ჩაუტარდა და სისტემატიურად ჩაუტარდება დეზინფექცია.
მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება.
სავალდებულოა ნიღბის გამოყენება.
აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
 მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.

სიახლეები