სიახლეები

26 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში

სოფელ ქვედა ცაგერში აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში (დოღი), რომელიც მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და კომპლექსური სასპორტო სკოლის დახმარებით მოეწყო.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა ქ. ცაგერის და მუნიციპალიტეტის სოფლების: 
ქვედა ცაგერი, აღვი, წიფერჩი, უცხერი, გვესო, ჭალისთავი, სპათაგორი, ბარდნალა , საუკეთესო ცხენოსნები . დაძაბულ ასპარეზობაში ადგილები ასე განაწილდა.
I - ადგილი - არჩილ ჩიქოვანი (ქვედა ცაგერი).
II - ადგილი - გიორგი ახვლედიანი (აღვი).
III - ადგილი - მირიან მახარობლიძე (სპათაგორი).
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გამოსული მხედრები დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის მერიის გარდამავალი თასით და ფულადი პრიზებით.

სიახლეები