სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სასურსათო ნობათი გადასცა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ ბავშვებს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ხელძღვანელთან -გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სასურსათო ნობათი გადასცა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ ბავშვებს.
მუნიციპალიტეტში 27 ასეთი მოსწავლეა.ყველა მათგანი ოჯახში მიიღებს მერიის საჩუქარს.
,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს მომავალ თაობას,ამჯერად,შევეცადეთ, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ბავშვები გაგვეხარებინა.ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას,ლაღ ბავშვობას,
ბედნიერ მომავალს.დღევანდელ დღეს მასშტაბური მხიარული ზეიმებით აღვნიშნავდით გასულ წლებში,მჯერა,ბევრი ლამაზი დღე ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს მომავალში"-აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები