სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ლეჩხუმის სოფლებში მიმდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ლეჩხუმის სოფლებში- ოყურეშში, გვესოში,ქვედა ცაგერში , მახაშსა და ლასურიაშში მიმდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს-- იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება სანიაღვრე არხები.
8 სოფლის შიდა სასოფლო გზის სრული რეაბილიტაციის პროექტები რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 7 400 000ლარს შეადგენს.
 გზა წლების მანძილზე ძალზედ პრობლემური იყო მოსახლეობისთვის.განახლებული გზები გაცილებით კომფორტული იქნება როგორც ადგილობრივებისათვის,ასევე,ლეჩხუმის სტუმრებისათვის.
პროექტის მიმდინარეობისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის ბოლომდე დასრულდება.

სიახლეები