სიახლეები

ახლოვდება ,,ხვამლობის" სახალხო-რელიგიური დღესასწაული

ახლოვდება ,,ხვამლობის" სახალხო-რელიგიური დღესასწაული.
ვიცით,არსებობს ბევრი მსურველი,ამ ამაღლებულ დღეს,6 ივნისს, ეწვიოს ხვამლის ლეგენდარულ მთას,მოილოცოს,დაათვალიეროს იქაურობა.
ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ამ დღესასწაულში,ღია სივრცეში მონაწილეობა,გაისეირნოს ბუნებაში,ახალი,კომფორტული გზით ავიდეს ხვამლის მთაზე და დაესწროს წირვას,რომელსაც აღავლენს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.
იმედი გვაქვს,ასეთ ვრცელ ტერიტორიაზე,მოსახერხებელი იქნება ვიზიტორებისათვის დისტანცირებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების დაცვა.
მოვუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.ზოგი თქვენთაგანი ხომ მთელი წელიწადი ელოდება ამ ლამაზ დღეს და ხვამლის მთაზე მოხვედრის სიამოვნებას.
ბედნიერ და მშვიდობიან დღესასწაულს გისურვებთ! შეგეწიოთ ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავის მადლი!
                   პატივისცემით,
                  ავთანდილ უგრეხელიძე,
           ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები