სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი/.
 საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად,კანონის შესაბამისად,დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები,რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის,ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების,ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების,სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 221 ბენეფიციარის განცხადება,გასაცემი თანხა შეადგენს 45 833 ლარს.

სიახლეები