სიახლეები

ლეჩხუმში სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღნიშნეს

ლეჩხუმში სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. 2 200 მეტრზე, ლეგენდარულ ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
 
ხვამლობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.
წირვა ჩატარდა ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის და წესების დაცვით.
 
ხვამლობას“ ესწრებოდნენ ლეჩხუმიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები და ტურისტები.
 
დღესასწაულს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები და ჩამოსული სტუმრები.

სიახლეები