სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ და ცაგერის მუნიციპალიტატის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები:
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება.
სოფელ ქვედა ცაგერიში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება.
ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ მახაშში მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.
სოფელ გვესოში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ დეხვიში ეწყობა ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი.
სოფელ ჭალისთავშიც მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ორი ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.
გარდა ამისა,მუნიციპალიტეტში კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით მიმდინარეობს.

სიახლეები