სიახლეები

სოფელ ჩქუმში ლომისობა აღინიშნა

სოფელ ჩქუმში ლომისობა აღინიშნა.
ორი წლის წინ, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი აშენდა. ტაძარი ამავე სოფლის მკვიდრმა, ბიზნესმენმა, ვალოდია თუთისანმა თავისი ხარჯით ააგო.
სამონასტრო კომპლექსში 24 საათიანი წირვა-ლოცვები მიმდინარეობს, აქ მამათა მონასტერი და სასულიერო სემინარიაცაა განთავსებული.
ჩქუმის ტაძარში წირვა აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლოტმა სტეფანემ.
სხვა სასულიერო პირებთან და ჩამობრძანებულ სტუმრებთან ერთად წირვაზე თბილისის,ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი – მამა შალვა კეკელია იმყოფებოდა.
საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

სიახლეები