სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურული ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომა გაიმართა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურული ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე.
სხდომაზე შემოტანილ განსახილველ პროექტებზე შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები:
ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩის N 77 და N 41 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა.მიმწოდებელი შ.პ.ს ,,მადლი".შესრულებული სამუშაოს ღირებულება 31 944 ლარი./საერთო ღირებულება 137 730 ლარი/.
ქალაქ ცაგერში დასასვენებელი სკვერის მოწყობა.მიმწოდებელი შ.პ.ს. ,,ტუკა".შესრულებული სამუშაოს ღირებულება 34 251 ლარი./საერთო ღირებულება 89 799 ლარი/.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.შეკრება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

სიახლეები