სიახლეები

აქტიურად მიმდინარეობს ალპანა-ქუთაისის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები

აქტიურად მიმდინარეობს ალპანა-ქუთაისის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები.
აღნიშნული გზა ათწლეულების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო და გადაადგილების დიდ პრობლემას უქმნიდა მგზავრებს.
ალპანა-ნამოხვანის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალიწინებს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის პროექტი.
გზაზე სხვადასხვა სამუშაოების დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ერ ტე დე".პროექტის განხორციელება 6 თვეში უნდა დასრულდეს.

სიახლეები