სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ,სკოლამდელი და სკოლის გარეშე გაერთიანების ხელმღვანელთან მარინა ბურჯალიანთან და ქალაქ ცაგერის საბავშვო ბაღების გამგეებთან ერთად, ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს და სკოლისაკენ გზა დაულოცეს.
ასეთი აღსაზრდელი მუნიციპალიტეტში ოთხმოცდაცხრაა.თითოეული მათგანი ოჯახში მიიღებს კუთვნილ საჩუქარს.
ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

სიახლეები