სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა სოფელ ზედა და ქვედა საირმეში მისასვლელი ცენტრალური და შიდა სასოფლო გზა

18 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა სოფელ ზედა და ქვედა საირმეში მისასვლელი ცენტრალური და შიდა სასოფლო გზა.
ადგილზე იმყოფებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.
მდგომარეობა საკმაოდ რთულია ,მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ღელეების კალაპოტები,წყალმა მიმართულება შეიცვალა და დატბორა გზის სავალი ნაწილი.
სწრაფი რეგირებით,დღესვე,ინფრასტრუქტურის სამსახურის ჩართულობით მოხდება ზარალის დათვლა,დეფექტური აქტის შედგენა,რაც გაეგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტს და მუნიციპალიტეტის და დეპარტამენტის სახსრებით,მინიმალურ ვადაში,მოხდება გზის დროული და ხარისხიანი შეკეთება,რათა მოსახლეობის პრობლემა გადაადგილების კუთხით საფუძვლიანად იქნას აღმოფხვრილი.

სიახლეები